Uncategorized

სურამში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაბა სურამში განვითარდა მეწყრული პროცესები. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით საჭირო გახდა ადგილობრივ მცხოვრებელთა შორის ექვსი ოჯახის საშიში ზონიდან გაყვანა. ოჯახები გადაყვანილნი არიან უსაფრთხო ადგილას.

გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შსს-ს შესაბამისი თანამშრომლები.

მოსახლეობას დაბეჯითებით მოვუწოდებთ, რომ აუცილებლად გაითვალისწინონ სათანადო სამსახურების ყველა რეკომენდაცია და არ გაწიონ გაუმართლებელი წინააღმდეგობა, ვინაიდან ხსენებული რეკომენდაციები მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის.

რაც შეეხება ხსენებულ ფაქტს, რამდენადაც ღამით ადგილზე შეუძლებელი და საფრთხის შემცველია რაიმე საქმიანობის განხორციელება, ხვალ დილიდანვე გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები შეისწავლიან მეწყრულ პროცესებს და კვალიფიციურად შეაფასებენ როგორც მომხდარს, ისე არსებულ რისკებს.

გეოლოგიური სამსახურის შეფასების შემდგომ კი შესაბამისი სახელმწიფო სამსახური მეწყრული პროცესის აღმოსაფხვრელად იმოქმედებს შემჭიდროებულ ვადებში.

მოსახლეობას მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ და კიდევ ერთხელ ვურჩევთ, დაემორჩილონ მერიის, საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და შსს-ს წარმომადგენლების რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს»- ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მსგავსი პოსტები

«ვალენტინობა არა ის… ოღონდ შენ იყო, ყველა დღე დღესასწაულია…“-მამა პეტრე

«ნატოში არ მიგვიღებენ არც აფხაზეთისა ცხინვალთან ერთად და არც მის გარეშე»-ადა მარშანია (ვიდეო)

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს  რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი