განცხადებებისხვადასხვა

სურამისკენ 10 ჰექტარზე ტყე იწვის

არსებული ინფორმაციით  ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სურამიდან დაახლოებით 10 კილომეტრში (ცოცხნარას თემში), სოფელ ცედანთან ახლოს ცეცხლი ფოთლოვან ტყეში გაჩნდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარი, დაახლოებით, 10 ჰა. ფართობზეა გავრცელებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით  შიდა ქართლის გუბერნატორმა  გიორგი ხოჯევანიშვილმა განცხადება გააკეთა:

,,ცეცხლი გავრცელებულია ფოთლოვან ტყეში, წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით 10 ჰა. ფართობზე. ამ ეტაპზე, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში 12 ერთეული სახანძრო მანქანა და სახანძრო სპეცტექნიკაა ჩართული. სალიკვიდაციო სამუშაოებს ართულებს რთული რელიეფი, თუმცა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ცეცხლის ლოკალიზება უმოკლეს დროში მოხერხდეს”, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

საპარლამენტო ოპოზიცია მამუკა ბახტაძის მეთაურობით  ახალ მთავრობას მხარს არ დაუჭერს

Joni Kvaracxelia

მიწისძვრა მოხდა საქართველოში

კობახიძე, კალაძე და ცოტნე ივანიშვილი ხაბიბ ნურმაგომედოვს შეხვდნენ

roma sajaia

დატოვე კომენტარი