სოცქსელი

«სურათი უაღრესად დამაფიქრებელია — მოქალაქეები მიზანმიმართულად არ გადიან ბიულეტენზე სამუშაოს დაკარგვის შიშით»

«»ღორის გრიპის» ეპიდემიამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა წარმოაჩინა:
უამრავი ქომაგია შრომის დაცვის სფეროში, მაგრამ არავინ აქცევს ყურადღებას იმ მთავარ გარემოებას თუ რატომ მიიღო ასეთი სახიფათო მასშტაბები ამ ვირუსმა. იმიტომ ბატონებო, რომ არ არსებობს არც შრომის და არც მკურნალობის კულტურა. წესით ნებისმიერი დაავადებული ერთ კვირიან ბიულეტენს მაინც უნდა იღებდეს და სახლში, იზოლირებულად ებრძოდეს ამ ვირუსს, ექიმების დაკვირვების ქვეშ. მაგრამ, სურათი უაღრესად დამაფიქრებელია — მოქალაქეები მიზანმიმართულად არ გადიან ბიულეტენზე სამუშაოს დაკარგვის შიშით, განსაკუთრებით სახელმწიფო დაწესებულებებში. გუშინ შევესწარი შემთხვევას, როდესაც იუსტიციის სახლის თანამშრომელი ახალგაზრდა გოგონა 40 გრადუსიანი სიცხით ეკამათებოდა ექიმს და არ უნდოდა ბიულეტენის აღება იმ მოტივით, რომ ჩემს ადგილზე სხვას დასვავენო და ამას მასიური ხასიათი აქვს.»

დავით ნებიერიძე

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«დღეს მივხვდი, რა დღეშია ქვეყნის ეკონომიკა…»-რა გაუგზავნეს ინგა გრიგოლიას?

roma sajaia

«მალე გამოვალ…»-ელენე ხოშტარია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას თავად ავრცელებს

roma sajaia

» მოგმართავთ ქალბატონ ჟიჟილაშვილს და მის გუნდს…»-მალხაზ მაჩალიკაშვილი

დატოვე კომენტარი