სოცქსელი

«სულ ეს არიან…»უცნობი» იყენებს თქვენს ამბავს»-ვახო სანაია

ტელეწამყვანი ვახო სანაია, უცნობის საქალაქო სასამართლოსთან მისვლას გამოეხმაურა:

«სულ ეს არიან, მეგობრებო, სასამართლოსთან. ამას გამოვაკლოთ ჟურნალისტები და ოპერატორები და რაც დარჩება, ეგაა.
ასევე გამოვაკლოთ ოჯახის წევრები, რომლებზეც ერთ გადაბრუნებულ სიტყვასაც არ ვიტყვი დღეს, რადგან ბრალდებულების პროცესზე არიან მისული. უცნობი იყენებს თქვენს ამბავს. რო რამე, თვალითაც ვერ ნახავთ, ტელეფონსაც არ უპასუხებს.
ჩვენ არ ვგავართ ხელისუფლებებს, რომლებიც თავებს ითვლიან. ერთი კაცის პროტესტიც — პროტესტია, მაგრამ არა ხართ მართლები. ესაა თქვენი პრობლემა. ძალადობის მხარეს დგომას არასდროს ექნება მხარდაჭერა. სხვა რამეზე გადის დანაშაულის გამოსყიდვა და თქვენი უტიფრობა — სასჯელის მოხდაზე. არ მოგცემთ საშუალებას, ბოროტებამ გაიმარჯვოს ამ ქვეყანაში. ხელისუფლებას ვეუბნები პირველ რიგში.
ასე რომ, ვინ რჩება მანდ ორკვირიანი სამარცხვინო კამპანიის შემდეგ : ხელისუფლების ლაქია და საშოვარზე გამოსული უცნობი, მეორეხარისხოვანი როლის ცუდად შემსრულებელი ჯაპანა და ხელმოცარული ვატო შაქარაშვილი.»

შეგახსენებთ თბილისის საქალაქო სასამართლოში ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს, ამასთან დაკავშირებით მოძრაობა „აი იას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) და სხვა დამფუძნებლებმა  ბრალდებულების თავდებით გათავისუფლება მოითხოვეს.

Loading…

მსგავსი პოსტები

პასუხი გივი სიხარულიძეს

Joni Kvaracxelia

«ყველა ვინც გარწმუნებთ რომ ყველაფერი კარგადაა,თქვენი მტერია !»-ელისო კილაძე

«ტატუნაშვილის მკვლელს, რატომ ვმკურნალობთ ღუდუშაურის კლინიკაში? არ უნდათ საქართველო, გვიკლავენ ბიჭებს და წავიდნენ რუსეთში იმკურნალონ!»

დატოვე კომენტარი