დღევანდელი შეხვედრის თემა იყო: ონკოლოგიის მართვის ეფექტური სტრატეგიები და მიდგომები, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიასთან მიმართებაში.
იელის უნივერსიტეტის პროფესორმა, ონკოჰემატოლოგმა გაგვიზიარა თავის გამოცდილება. მან აღნიშნა, რომ მარტიდან მაისის ჩათვლით გადაიდო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია და სხვა ოპერაციები, მაგრამ ვისაც გადაუდებლად სჭირდებოდა მათ ჩაუტარდათ. აქტიურ ინფუზიურ ქიმიოთერაპიაზე მყოფ ონკოლოგიური პაციენტებს ყოველთვის უგრძელდებოდათ მკურნალობა. თუმცა, COVID-19-ის პანდემიის პირობებში დიდი რისკის წინაშე იყვნენ. მიუხედავად ამისა, უმრავლესობას ვირუსი არ დაემართა, რადგან კარგად იცავდნენ თავს იზოლაციით, სოციალური დისტანციით, ნიღბის ტარებით, ჰიგიენის დაცვით და სხვ. ვისაც დაემართა უმრავლესობა გადარჩა ეფექტური ალგორითმით მკურნალობის შედეგად და პოლიპროფილური მიდგომებით. ზოგადად, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის სტრატეგიაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. მაგალითად, უპირატესობა ენიჭება Per Os პრეპარატებს, პაციენტებისთვის კონსულტაციას ტელემედიცინის ვიზიტების მეშვეობით და ა.შ. რაც შეეხება ვირუსის პათოფიზიოლოგიას, ჰემატოლოგიის სპექტრში აღინიღნება ჰიპერკოაგულაციური სტატუსი, რაც გამოიხატება მომატებული არტერიული და ვენური თრომბოემბოლიზმით. ამ მხრივაც განვითარდა ანტიკოაგულაციის რეჟიმის ალგორითმებიც.-წერს გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” წევრი მანანა ჯებაშვილი.

თამარ ქუთათელაძე
