სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გიორგი გახარიას კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით სასაუბროდ დებატებში იწვევს

0
108

„ბატონო გახარია, თქვენ და თქვენმა გუნდმა 8 წლის განმავლობაში არც ერთი დაპირება, ხაზს ვუსვამ არც ერთი დაპირება, რომელიც მიეცით საქართველოს მოქალაქეებს, არ შეასრულეთ. ტყუილია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ზრუნავთ ხალხზე. გაეროს ბავშთა ფონდის „იუნისფის“ მონაცემებით,საქართველოში მშიერი ადამიანების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია და 8.2%-ს აღწევს, მთელ კავკასიის რეგიონში ყველაზე მაღალია ეს მაჩვენებელი და მათ შორის, 3-ჯერ უფრო მეტი,ვიდრე სომხეთში. ტყუილია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ თქვენ პერიოდში ეკონომიკა წინ წავიდა და ზრუნავთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. თქვენი მართველობის დროს, რეკორდულად შემცირდა უცხოური ინვესტიციები. 40 000 სამუშაო ადგილი კერძო სექტორში კორონავირუსამდე, ხოლოდ 200 000 სამუშაო ადგილი ახლა დაიკარგა. არაფერს არ აკეთებთ მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად, სამაგიეროდ 45 მლნ ბიუჯეტში მოძებნეთ თქვენი ახლობლების კომპანიებისთვის გადასარიცხად, რასაც IDF-ის, Bellingcat-ის და საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევებიც ადასტურებს. ტყუილია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ზრუნავთ ხალხის უსაფრთხოებაზე. 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით, 2-ჯერ გაიზარდა კრიმინალის მაჩვენებელი ქვეყანაში. გამოუძიებელი საქმეებისა და გაუხსნელი დანაშაულებების გამო, 40 000 დამნაშავე დღესაც თავისუფლად დადის ქალაქის ქუჩებში. ტყუილია, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ეფექტურად მართავთ კორონავირუსისგან გამოწვეულ კრიზისულ სიტუაციებს. ყოველდღიურად, სამწუხაროდ, დრამატულად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. დღემდე, პრობლემად რჩება მასობრივი ტესტირება, რომელზეც თვეების წინ გესაუბრებოდით. არაფერს აკეთებთ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად, რომელსაც ბანკები ართმევენ ქონებას.

Loading…

ბატონო გახარია, სწორედ, ამ თემებზე სასაუბროდ, ფაქტებით სამსჯელოდ გიწვევთ დებატებში, ისევე როგორც ეს მიღებულია თანამედროვე, დასავლურ ცივილიზებულ ქვეყნებში. დებატებში ყველა ტელევიზიების თანდასწრებით, საჯაროდ ნებისმიერ ადგილას, სადაც თქვენ გსურთ. მე ჩემი გეგმა სიღარიბის დაძლევის, კრიმინალის დამარცხებისა და ქვეყნის აღმშენებლობის უკვე წარვადგინე, სად არის თქვენი გეგმა? 2020 წლის არჩევნები იქნება არჩევანი სწორედ, საქმესა და ტყუილებს შორის, აღმშენებლობასა და დამსხვრეულ ოცნებებს შორის, ძლიერ საქართველოსა და მუდმივად გაჭირვებასა და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საქართველოს შორის. ველი თქვენგან პასუხს და გელოდებით დებატებში!

ბატონო გახარია, გიწვევთ დებატებში საქართველოს მომავალზე სამსჯელოდ!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

paqtebi.ge

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ