განცხადებები

«სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის საკათედრო ტაძრის აღდგენის სამუშაოებს გავეცანი»-კობახიძე

«სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის საკათედრო ტაძრის აღდგენის სამუშაოებს გავეცანი.
სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა მომაწოდეს.
ალავერდის ეპარქიისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შეთანხმებით, ამ ეტაპზე ტაძრის გუმბათის ირგვლივ ხარაჩოს აგება მიმდინარეობს, რის შემდეგაც სპეციალისტები გუმბათის რესტავრაციას დაიწყებენ.
სტიქიით გამოწვეული ზიანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფმა შეაფასა. ძლიერი ქარის შედეგად, გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ალავერდის საკათედრო ტაძარი საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყველაზე მაღალი ეკლესიაა.»

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის «ფეისბუქ» გვერდზე ვრცელდება.

მსგავსი პოსტები

კელი დეგნანის მოწოდება პოლიტპარტიების მიმართ

«დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯობია გაათავისუფლოთ ის მაინც გათავისუფლდება»-ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება ტრენაჟორებზე ვარჯიშის დროს (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

ექსპერტიზის დასკვნა: შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული

roma sajaia

დატოვე კომენტარი