თურქული სააგენტო “ჰურიეთის” ინფორმაციით თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ სტამბოლის მერის არჩევნების შედეგები გააუქმა.
როგორც ვიცით 31 მარტს სტამბოლში ადგილობრივი არჩევნების შედეგებით რეჯეფ თაიფ ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ კანდიდატი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ოპოზიციონერ კანდიდატ ექრემ იმამოღლუსთან დამარცხდა.
თუმცა თურქეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, სტამბოლში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, განმეორებითი არჩევნები სტამბოლში დაახლოებით 23 ივნისს ჩატარდება.
თურქეთის უმსხვილეს ქალაქში ჩატარებული არჩევნების შედეგები მმართველმა პარტიამ 9 აპრილს გაასაჩივრა. მათი მტკიცებით, არჩევნებში უკანონოდ მონაწილეობა მიიღო 40 000-მა ამომრჩეველმა, ხოლო საარჩევნო საუბნო კომისიების წევრების დანიშვნა რიგ შემთხვევაში დარღვევებით მოხდა. ხელისუფლებამ 43 უბნის საარჩევნო კომისიის წევრები ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში დაადანაშაულა.
პირველი არხი
