«სტალინი საერთოდ არ ჩამოდიოდა საქართველოში და თუ ეს არ იციან სტალინისტებმა, მინდა ვუთხრა, რომ ეზიზღებოდა ეს ქვეყანა. 20-იანი წლების დასაწყისის შემდეგ არასოდეს არ ჩასულა არც თბილისში და არც მის მშობლიურ ქალაქ გორში. ერთადერთხელ გავლით იყო და მატარებლიდან არც გადმოვიდა. არასოდეს არ უნახავს დედამისი და ყოველთვის დისტანცია ეჭირა მასთან. სტალინი დადიოდა მხოლოდ აფხაზეთში, სადაც აძლიერებდა სეპარატისტებს და «პადაგრა» რომ დაემართა მოუწია წყალტუბოში ჩასვლა. სწორედ ამის შემდეგ, ომი რომ დამთავრდა ჩამოიყვანეს მუსოლინის საუკეთესო არქიტექტორები და ააშენეს 4 ერთმანეთზე უფრო უმაგრესი სასახლე. რომლის მსგავსი მხოლოდ იტალიაშია. მისი ანალოგის გაკეთებას ვაპირებდით იქ ჩვენც. ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა როგორ განვავითარებით ამ მხარეს, მაგრამ ივანიშვილმა არ გვაცალა და ამ ადგილის მითვისება გადაწყვიტა.»-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა «ღამის მთავარში».
სტალინს ეზიზღებოდა საქართველო…არასოდეს არ ჩასულა არც თბილისში და არც მის მშობლიურ ქალაქ გორში…არასოდეს არ უნახავს დედამისი
Loading…