ქვეყანაში სრული ლოქდაუნის გამოცხადება არ იგეგმება, თუმცა წერტილოვანი შეზღუდვები გაფართოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა, ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელების შესაკავებლად მნიშვნელოვანია მობილობის დაწევა, რისთვისაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებას გეგმავს, რაც ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად იგეგმება.
Loading…