რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე, ვლადიმერ ჟირინოვსკი საქართველოზე პირდაპირ ემუქრება.
„რა მიზანია საქართველოში — საბოლოოდ განდევნონ რუსები, შეცვალონ მთავრობა და უფლება მისცენ ამერიკულ თვითმფრინავებს, რომ გამოიყენონ ქართული აეროდრომები ანუ ყოფილი საბჭოთა აეროდრომები, ირანის დასაბომბად. ამის სანაცვლოდ, საქართველო გამანადგურებელ დარტყმას მიიღებს და ქვეყნისგან არაფერი დარჩება, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებენ, მერე გვიანი იქნება. ეს პატარა ტერიტორიაა, თან საუკეთესო აეროპორტი — ვაზიანი — თბილისთანაა. სრულიად შემთხვევით ერთი რაკეტა არა ვაზიანში, არამედ პირდაპირ ქალაქ თბილისში ჩავარდება, მაგრამ ამ ეტაპზე რისთვისაც უხდიან, იმ მუსიკას უკრავენ,“ — განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.
Loading…