მსოფლიოში

ელვა: სროლა Crocus City Hall-ში. არიან დაღუპულები (ვიდეო)

პარასკევ საღამოს, მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში (ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი) სროლა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სულ მცირე, სამმა შენიღბულმა პირმა ცეცხლი გახსნა და არიან დაღუპულები.
მოსკოვის რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სასწრაფო დახმარების 50-ზე მეტი ბრიგადა გაეგზავნა დაშავებულებს დახმარების ადგილზე.
“კამუფლაჟიანი ადამიანები, სულ მცირე, სამი, შეიჭრნენ საკონცერტო დარბაზში “Crocus City Hall”-ის პირველ სართულზე და ცეცხლი გაუხსნეს ავტომატური იარაღიდან. არიან დაჭრილები”, – იტყობინება რია ნოვოსტის კორესპონდენტი.
“დარბაზში მყოფი ხალხი სროლისგან თავის დასაღწევად იატაკზე იწვა, 15-20 წუთის განმავლობაში იწვა, რის შემდეგაც დაიწყეს გამოხტომა. ბევრმა მოახერხა გამოსვლა.”

წინასწარი მონაცემებით  არაოფიციალური ცნობით დაღუპულია 50-ზე მეტი ადამიანი.

 

 

 

 

მსგავსი პოსტები

რა რეფორმების გატარებას აპირებს მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი

ევროკავშირის ონლაინ სამიტზე განვითარებადი ქვეყნებისთვის 5 მილიარდი ევრო შეგროვდა

კარანტინი. ამერიკელი რესტორანში შევიდა: ოთხ დღეში 70 ბოთლი ალკოჰოლი დალია

დატოვე კომენტარი