განცხადება/მიმართვა

“სპორტული სექციები იქნება უფასო ბავშვებისთვის, რათა გამოგვეზარდოს ახალი კვარები, ბუდუები, ლოჩოშვილები”

“დღეს ერის ფიქრები მიმართულია ჩვენი ოქროს ბიჭებისკენ. მინდა გამარჯვება ვუსურვო ხვალინდელ ისტორიულ მატჩში საქართველოს ვარსკვლავთა ნაკრებს ესპანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ უკვე ჩაწერეს ოქროს ფურცლები ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. განადიდეს და ასახელეს სახელი საქართველოისა. ხვალ უფრო დიდი ვარსკვლავები გამოგვიზრდებიან და ამის დასტურია ეს მართლაც საამაყო გუნდი, რომელმაც გაჭრა მსოფლიო საფეხბურთო სივრცეები საქართველოს სახელით. ასეთ ქვეყანაში, სადაც ამდენი ტალანტია, სპორტული სექციები ბავშვებისთვის ფასიანია.

მე ვპირდები ახალგაზრდობას, სრულიად საქართველოს, ხელისუფლების შეცვლისთანავე, რაც ძალიან მალე მოხდება, საქართველოს ყველა სოფელში, ქალაქში, სკოლაში, სპორტული სექციები იქნება უფასო ბავშვებისთვის, რათა გამოგვეზარდოს ახალი კვარები, ბუდუები, ლოჩოშვილები”-განაცხადა”ლეიბორისტული” პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი პოსტები

მეორე თვალიც რომ არ მქონდეს მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ვიტყვი, რომ რუსეთი ოკუპანტია-გიორგი სულაშვილმა 20 ივნისის აქციის ღამეს თვალი დაკარგა (ვიდეო)

“რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლო განცხადებები აჩვენებს, რომ ვერაფერს ხდება ის საქართველოსთან…ამიტომ სასოწარკვეთით ეძებს რუსეთი რაღაც გზებს”-მეთიუ ბრაიზა

სიტყვა 2008 წლის ომის წლისთავზე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი