სპეცრეისით ამსტერდამიდან 184 მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრებს შორის არიან ორსულები, მცირეწლოვნები და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების და განსაკუთრებულად მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირები, რომელთა ჯანმრთელობას მგზავრობის დროს სპეცრეისის ბორტზე საგანგებოდ აღჭურვილი ქართველი ექიმების ჯგუფი მეთვალყურეობდა.
ამსტერდამიდან დაბრუნებული ყველა მგზავრი 14 დღიან სავალდებულო საკარანტინო პერიოდს გაივლის.
Loading…
