უკრაინაში, ოდესის ოლქში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა სამი ქართველი კანონიერი ქურდი” დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია Бессарабии INFORM ავრცელებს. ინტერნეტ-გამოცემის ცნობით, საქართველოს სამი მოქალაქე პრიდუნავიში ე.წ. ქურდულ სხოდკაზე მიდიოდა, სადაც გავლენის სფეროების გადანაწილებაზე, ასევე ქურდული საერთოს და ბიზნესზე კონტროლის მოპოვება უნდა განეხილათ.
დაკავებულები ოდესაში ყოფნის რეალურ მიზეზს არ ასახელებენ და სამართალდამცავებს ეუბნებიან, რომ ისინი საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩამოვიდნენ.
სამართალდამცავები ჯერჯერობით დაკავებულთა ვინაობას არ ახმაურებენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ სამივე მათგანი ე.წ. კანონიერი ქურდია.
პრაიმტაიმი
Loading…
