«მიხეილ სააკაშვილი: ,,ივანიშვილი თავისი გაქცევის ეტაპს ახლა ძალიან სწრაფად აახლოებს. ოღონდ მას გაქცევის საშუალება არ უნდა მივცეთ.»
სპეცოპერაცია, სახელწოდებით — ,,ბიძინას გაქცევის საშუალება არ მივცეთ» — დაიწყო!!!
მობილიზებულია სრულიად პოლიტიკური სპექტრი, სოლოლაკის სტრატეგიული სიმააღლეები დაიკავეს: პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ექსპერტებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა!!!
სრულად კონტროლდება საჰაერო სივრცე პარტიზანი მებაღეების მიერ!!!
რეგიონებიდან დაძრული პარტიული რეზერვი უახლოვდება ქვეყნის დედაქალაქს!!!
როგორც ამ წუთებში გახდა ცნობილი , რევოლუციის ბელადმა მ. სააკაშვილმა უკვე გადმოლახა ქვეყნის საზღვარი და კუკუშკა მატარებლით მალე შემოვა თბილისის რკინიგზის სადგურში!!!
ფოსტა-ტელეგრაფს კარგა ხანია, აკონტროლებენ ოპოზიციის ჰაკერები, გათიშულია ყველა ტელევიზია, მუშაობს მხოლოდ ,,რუსთავი 2″!!!
,,ლარის» ფორმაში გადაცმული კამო გოცირიძე და კაპლანის ქალი თ. ჩერგოლეიშვილი რევკომისგან დირექტივებს ელოდებიან!!!
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტიდან, კრეისერ ,,ავრორა ხაზარაძის» ფუჭი გასროლა იქნება სიგნალი ზამთრის სასახლის, უკაცრავად, სოლოლაკის სასახლის შტურმით აღებისა და მსოფლიოსათვის საქართველოში დიდი სექტემბრის დემოკრატიული რევოლუციის გამარჯვების ცნობისა!!!
ბიძინა, დაგვნებდი!!!
ისმის რევოლუციური შეძახილები…
P. S. ,,კორკოტ, გვიშველე, კორკოტ!!!»-წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია .