რუსთაველის ეროვნული თეატრი ფეისბუკში აქვეყნებს განცხადებას, სადაც წერს, რომ გმობს ძალადობას და ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს „იულიუს კეისარი“.
„ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ თეატრის სალაროში, ხოლო საიტზე www.biletebi.ge შეძენილი ბილეთების თანხა დაგიბრუნდებათ ანგარიშზე“, — აღნიშნულია განცხადებაში.
სპექტაკლში ერთ-ერთ როლს თამაშობს მსახიობი ბესო ზანგური, რომელსაც ყოფილი ცოლი, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს.
Loading…