პროტესტი

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande, ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულეს. ბათუმის პორტში შეკრებილი იყვნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსეთი ოკუპანტია“, “დატოვეთ. აქციაზე პროტესტი და ხმაური მოჰყვა ლაინერიდან რუსი ტურისტების ჩამოსვლას და გემიდან რუსეთის დროშის გადმოფენას. ამასთან, ლაინერის ერთ-ერთმა მგზავრმა აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტებით მიმართა. ბათუმის პარალელურად აქცია გაიმართა თბილისშიც, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ.

გიგა გიგანი, თამარ ქუთათელაძე

მსგავსი პოსტები

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

Joni Kvaracxelia

ღარიბაშვილმა საწვავის ფასის გამო ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს “ნაციონალები” უწოდა

წერილი ირაკლი ღარიბაშვილს ევროპიდან

დატოვე კომენტარი