სოფელ ხურვალეთში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს

0
111

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დილიდან ხურვალეთში ე.წ ბორდერიზაცია განაახლეს. გარკვეულ მონაკვეთზე უკვე გაბმულია მავთულხლართები, მიმდინარეობს საყრდენი ბოძების მონტაჟი.

ადგილი, სადაც ბორდერიზაციის პროცესი მიმდინარეობს სოფლის განაპირას მდებარეობს და იქ ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ღობეები აქამდე არ ყოფილა.

მოსახლეობის თქმით, იმ ტერიტორიაზე აქამდე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, აქ ასევე ადგილობრივები პირუტყვსაც აძოვებდნენ და ახლა ამ ტერიტორიაზე გადაადგილებას საფრთხედ მიიჩნევენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ