კრიმინალი

სოფელ ლიხაურში ბიძაშვილმა ბიძაშვილს სანადირო თოფი ესროლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ბიძაშვილმა ბიძაშვილს სანადირო თოფი ესროლა. შემთხვევა გუშინ საღამოს საათებში მოხდა.

როგორც მეზობლები პირად საუბრებში ამბობენ, ხანშიშესულ ბიძაშვილებს შორის კონფლიქტური ურთიერთობა წლების მანძილზე გრძელდებოდა. ამჯერად კი მათივე თქმით, ინციდენტი იმის გამო მოხდა, რომ ერთი მათგანის ბოსტანში მეორე ბიძაშვილის ქათამმა პომიდორი გააფუჭა.

ამ თემაზე შელაპარაკების დროს 73 წლის ერასტო ლომჯარიას ბიძაშვილმა, ვაჟა ლომჯარიამ სანადირო თოფი ფეხებში ესროლა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კიევში დნეპრის რაიონში მრავალსართულიანი სახლის ახლოს მდებარე სპორტულ მოედანზე აფეთქება მოხდა

ბადრი ესებუას ძმა დააკავეს

ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

დატოვე კომენტარი