“სოფელ დიღმის კლასტერი. დაბადების დღეზე 48 კაცი დაინფიცირდა!”

0
232

“ქრონიკა პლუსის” რედაქტორი ელისო კილაძე  საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდსიტუაციაზე სოციალურ ქსელში წერს:

“სოფელ დიღმის კლასტერი გაიჩითა.
48 კაცი დაინფიცირდა დაბადების დღეზე !
იტრაშუნეთ ასე,არ მოერიდოთ ერთმანეთს და იმშვიდეთ თავები,რომ კორონა არ არსებობს !
ჩამოიშლება ერთ დღესაც ტიკარაძის ჯანდაცვა და საწოლი აღარ იქნება ინფიცირებული პაციენტებისთვის.”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით  თბილისში, სოფელ დიღომში კორონავირუსით ინფიცირებულთა ე.წ. კლასტერი გაჩნდა.

“გვაქვს კლასტერი სოფელ დიღომში. დაბადების დღესთან იყო დაკავშირებული, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იყვნენ კლასელები, ოღონდ არა ახალგაზრდები. იყო ინფიცირება. მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია. ამ ეტაზპე სტაბილიზირებულია მდგომარეობა”- განაცხადა გამყრელიძემ.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ