განცხადებები

«სოსო რობაქიძეს თუ ჩემთან საუბარი უნდა, იცის სად მომძებნოს»-ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი,  ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის, განცხადებას, გამოეხმაურა.

«სოსო რობაქიძეს თუ ჩემთან საუბარი უნდა, იცის სად მომძებნოს,

რობაქიძეს თუ რამე პრეტენზია აქვს, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, პროკურატურა, აღმასრულებელი ხელისუფლება, თავისი პრეტენზიები შეუძლია დააფიქსიროს იქ, ან თუ რამე უშუალო საუბარი უნდა ჩემთან, იცის სად უნდა მომძებნოს, როგორ და რანაირად. ასე რომ, არ მინდა, მაინც ტრაგიზმით მოცული ისტორიაა და შესაბამისად, ოჯახი ძალიან დაზარალებულია, სიტყვებს სწორად ვარჩევ, არ გადავიდე გარკვეულ ზღვარს, მაგრამ რაღაცებს საზღვარი აქვს», -განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ,  სოსო რობაქიძე ოქრუაშვილის პარტიის პრეზენტაციაზე მივიდა და განაცხადა, რომ ოქრუაშვილს არც  პოლიტიკოსობას აცდის და არც ოპოზიციონერობას.

Loading…

მსგავსი პოსტები

«უღმერთობა და უსინდისობაა, როცა 1 მილიონს იხდი ნაძვის ხეში და ამ დროს დამლაგებელ ქალებს 196 ლარად ამუშავებ»-დეკანოზი ლომიძე კალაძეზე

«არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ…»-საპატრიარქოს საგანგებო განცხადება

roma sajaia

ჩაგვბარდა ორი ექსპერტიზის დასკვნა

დატოვე კომენტარი