მსოფლიოში

სომხური და აზერბაიჯანული მხარე კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების შესახებ იტყობინებიან

სომხური და აზერბაიჯანული მხარე კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების შესახებ იტყობინებიან. როგორც სომხურ მედიაში წერენ, აზერბაიჯანელი დივერსანტების მიერ პოლიციის საპასპორტო-სავიზო სამმართველოს თანამშრომლებზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებაც.

აზერბაიჯანული მედია კი სომხურ მხარეს ყარაბაღში პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს და წერს, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა დივერსანტები გაანადგურეს, რომლებიც ლაჩინის გზის გვერდის ავლით ყარაბაღში იარაღის და საბრძოლო მასალის შეტანას ცდილობდნენ.

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, სომხური სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილის გაჩერებას შეეცადნენ. ავტომობილი კი მათ არ დაემორჩილა და ცეცხლი გაუხსნა. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მათ საპასუხოდ ისროლეს.

Loading…

მსგავსი პოსტები

გაეროს უშიშროების საბჭო კორონავირუსთან დაკავშირებით პირველ რეზოლუციას მიიღებს

გერმანიაში WhatsApp-ის გამოყენება აკრძალეს

როდის მიიღებენ უკრაინას ნატოში?

დატოვე კომენტარი