covid-19მსოფლიოში

სომხეთში უკანასკნელ დღე-ღამეში 113-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების რიცხვი

სომხეთში უკანასკნელ დღე-ღამეში 113-ით გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევების რიცხვი და 2386-ს მიაღწია. ამის შესახებ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იტყობინება. დღეის მონაცემებით, COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულია 1035 ადამიანი. როგორც იტყობინებიან, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით დაავადებული კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. როგორც სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, ალინა ნიკოღოსიანმა განაცხადა, გარდაიცვალნენ 79 წლის ქალი და 58 წლის მამაკაცი, რომლებიც თანმდევი ქრონიკული დაავადებებითაც იყვნენ ავად. საერთო ჯამში დღეისთვის სომხეთში COVID-19-ით გარდაცვლილია 35 ადამიანი.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ბერლინში საპროტესტო აქციებმა იფეთქა

ლუკაშენკო ტრიბუნიდან ჩამოვიდა და ხალხს თავი დაუკრა

რეფერენდუმი რუსეთში

დატოვე კომენტარი