მსოფლიოშიპროტესტი

სომხეთში პაშინიანის გადადგომას ითხოვენ

სომხეთში, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, პარტია «აყვავებული სომხეთის» ლიდერის, გაგიკ წარუკიანის მომხრეები შეიკრიბნენ. ისინი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სამართლადმცველები მოსახლეობას მოუწოდებენ, გაითვალისწინონ ექიმების რეკომენდაცია და დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია.

პოლიცია ჟურნალისტებს აქციის მონაწილეებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. აქციის მიზეზად პარტიის ლიდერის დაკითხვაზე დაბარება სახელდება.

გავრცელებული ვერსიით, წარუკიანის კომპანიებს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ, თავად პარტიის ლიდერი დანაშაულს უარყოფს და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

თამარ ქუთათელაძე

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ლავროვი უკმაყოფილოა ევროკავშირის პოზიციების სიმკაცრით

სკანდალი ECCAS-ში: რუანდა გაერიდა რეგიონულ ლიდერობას

გერმანიაში სკოლები გაიხსნა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი