სომხეთში დასრულდა ეროვნული სათათბიროს ვადამდელი არჩევნების კენჭისყრა.
2008-ვე უბანი დაიხურა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე.
სომხეთის ცესკომ პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც 80 უბნის მონაცემებია დათვლილი.
ეკზიტპოლებისა და დათვლილი ბიულეტენების მიხედვით ლიდერობს მოქმედი პრემიერის, ნიკოლ პაშინიანის პარტია.
სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 21 პარტიამ და ოთხმა ბლოკმა. არ არსებობს აქტივობის ბარიერი, თუმცა, ეროვნულ პარლამენტში შესასვლელად, პარტიამ ხმების 5% -ზე მეტი უნდა მიიღოს, ხოლო ბლოკმა 7% -ზე მეტი. კანონმდებლობის თანახმად, მინიმუმ სამი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს წარმოდგენილი ორგანოში.
Loading…