მსოფლიოში

სომხეთის პრემიერი, პაშინიანი სისიანის ეკლესიიდან გააძევეს (ვიდეო)

სოცქსელში გამოჩნდა ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ მოექცნენ სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ პაშინიანს სისიანის წმინდა გრიგორის ეკლესიაში.

როგორც ვიდეოში ჩანს, პაშინიანი უახლოვდება ეკლესიის მოძღვარს და ცდილობს მის მოკითხვას, მაგრამ რექტორი უარს ამბობს ხელი ჩამოართვას პრემიერ მინისტრს და ანიშნებს ტაძრის დატოვებისკენ.

ნიკოლ პაშინიანი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაემორჩილა ამ მოთხოვნას და დატოვა ეკლესია, შესასვლელთან ხატებზე პირჯვარის გადაწერის შემდეგ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ვიზიტით იმყოფება სიუნიკის რეგიონში, აზერბაიჯანის გათავისუფლებული რეგიონების მოსაზღვრე რაიონებში. რეგიონის მაცხოვრებლებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აღიარებენ პაშინიანს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს და შეეცადნენ ის რეგიონში არ შეეშვათ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კენიის პრეზიდენტი სისხლისღვრის დღის შემდეგ მძიმე არჩევანის წინაშე დადგა

ორ ოლიმპიადაზე რუსეთს საკუთარი სახელის, დროშისა და ჰიმნის გამოყენება აეკრძალა

რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაზე ტარიფები დასავლეთმა მკვეთრად გაზარდა

დატოვე კომენტარი