მსოფლიოში

სომალელმა მეამბოხეებმა გაეროს ვერტმფრენი გაიტაცეს

სომალის შეიარაღებულმა ისლამისტურმა დაჯგუფება ალ-შაბაბმა გაიტაცა გაეროს ვერტმფრენი მგზავრებთან და ეკიპაჟთან ერთად, განუცხადა BBC-ს მაღალჩინოსანმა.

ვერტმფრენის ჩამორთმევა BBC-ს დაუდასტურა გალმუდუგის რეგიონის უსაფრთხოების მინისტრმა მოჰამედ აბდი ადანმა.

ვერტმფრენი მიემართებოდა ქალაქ ვისილში, რომელიც მდებარეობს სამთავრობო ძალების ალ-შაბაბისგან გამყოფ ხაზთან. ის დაეშვა ჯგუფის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცენტრალურ სომალიში.

ზოგიერთი ცნობით, ვერტმფრენი, რომელსაც რვა მგზავრი გადაჰყავდა, ავარიულად დაეშვა, ზოგი კი ამტკიცებს, რომ დაშვება შეცდომა იყო.

სომალის სამხედრო სპიკერმა მაიორმა ჰასან ალიმ განუცხადა Reuters-ს, რომ ვერტმფრენში რამდენიმე უცხოელი და ორი ადგილობრივი იმყოფებოდა. ”მას გადაჰქონდა სამედიცინო აღჭურვილობა და უნდა გადაეყვანა დაჭრილი ჯარისკაცები გალგუდუდის რეგიონიდან,” — განაცხადა ალიმ.

გაერო-ს ამ ინფორმაციაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული დაჯგუფება ალ-შაბაბი აკონტროლებს ტერიტორიის დიდ ნაწილს სამხრეთ და ცენტრალურ სომალიში.

მსგავსი პოსტები

მაიკ პენსსა და მის მეუღლეს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

ნორვეგია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრად აირჩიეს

აფხაზეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დატოვე კომენტარი