გუშინ ემიგრანტთა ორგანიზაცია “ერთად სახლშის” წევრებმა ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ის ეძღვნებოდა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს თბილისში. “ერთად სახლშის” წევრებმა ამჟამადაც თქვეს ხმამაღლა ბერლინში რომ “რუსეთი ოკუპანტია” და საქართველოს ჰყავს მოღალატე მთავრობა.
შეგახსენებთ რომ შარშან 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 240-მდე ადამიანი, დაშავებულთა შორის იყო რამდენიმე ათეული ჟურნალისტი. აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს – ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი, კიდევ რამდენიმემ – მხედველობა.

Loading…
