სხვადასხვა

სნაიპერები ისროდნენ წითელ ტყვიებს დაახლოებით 50 ვინჩესტერიდან-20 ივნისის აქციის სისხლიანი დარბევის დეტალები

«ხომ ნამდვილად ხედავდით, სულსწრაფობა არ გამომიჩენია. რასაც აქ დავწერ, მრავაჯერადად გადამოწმებულია, შემდეგ გაანალიზწბული, ისევ გადამოწმებული, კიდევ გადამოწმებული და აი, მეცამეტე დღეს რასაც მოგახსენებთ, ამაში ეჭვი აღარ მეპარება:
20 ივნისს მომიტინგეთა დარბევაში მთლიანობაში (როტაციის გათვალისწინებით) მონაწილეობდა დაახლოებით 15 000 პოლიციელი. კონკრეტულად, შემდეგი დანაყოფები:
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის I, II, III სამმართველოები; კახეთის; აჭარის; ზუგდიდის; რუსთავის; მცხეთის; თბილისის; გორის; სამცხე-ჯავახეთის სამმართველოები; კრიმინალური პოლიცია; საოკუპაციო ხაზიდან მოხსნილი რამოდენიმე დანაყოფი; საზღვრის დაცვის დეპარტამენტი; საგანგებო სიტუაციების ცენტრი; სახელმწიფო დაცვის სპეციალური დეპარტამენტი; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.
განხორციელდა დაახლოებით 18 000 (!) გასროლა ( გაზი და რეზინის ტყვიები ერთობლიობაში. ბოლოს ზოგს ტყვიები გაუთავდა და ერთმანეთს ართმევდნენ). სნაიპერები ისროდნენ წითელ ტყვიებს დაახლოებით 50 ვინჩესტერიდან. სულ მსროლელები იყვნენ 100 .
დარბევის დაწყებისას პარლამენტის შენობაში იყვნენ : გიორგი გახარია, მისი პირველი მოადგილე კახა საბანაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის უფროსი თემურ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ზვიად ქაწაშვილი, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი კაკუჩაშვილი, საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე ვაჟა სირაძე. დარბევას ხელმძღვანელობდნენ: საბანაძე, ჩუბინიძე და სირაძე. მიმართულებებს მსროლელებს აძლევდა კაკიჩაშვილი.
ასევე, ადგილზე გამოყვანილი ჰყავდათ: საფინანსო პოლიციის — 40, სასჯელა
ღსრულების — 40, კრიმინალური ლოლიციის — 60, საზღვრის დაცვის — 50 სპეცრაზმელი.
პარლამენტში მიტინგის დაწყებისთანავე იყო მობილუზებული 7000 პოლიციელი, რაც შენობაში შეღწევის ნებისმიერ ვერსიას იმთავითვე გამორიცხავდა.
სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული “ალგანი»-ს და სხვა დაცვის სამსახურების წარმომადგენლები გაბნეულნი იყვნენ ხალხში, იწვევდნენ პროვოკაციებს და დიდი ალბათობით, ამას ვხედავთ ვერაზე ავტოფარეხის სახურავზე ანგარიშსწორების დროს.»-აცხადებს «ევროპული საქართველოს» ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

წვიმა ელჭექით, ძლიერი სეტყვა-საქართველოში ამინდი გაუარესდება

წვიმა ელჭექით, ქარი და სეტყვა-საქართველოში ამინდი უარესდება

3 დეკემბერი შშმ პირთა მსოფლიო დღეა

დატოვე კომენტარი