მსოფლიოში

სლოვაკეთში ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები მთავრობას პრორუსულობაში ადანაშაულებენ

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ათასობით ადამიანი ქუჩაში მთავრობის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებს. დემონსტრანტებმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს და პრემიერმინისტრი ფიცოს მთავრობა პრორუსული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულეს. სლოვაკური მედიის ცნობით, ბრატისლავაში საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 5 000 ადამიანი გამოვიდა.

პრემიერმინისტრი ფიცო თავის გუნდთან ერთად 2023 წლის ოქტომბერში მოვიდა ხელისუფლებაში. მას შემდეგ, კრიტიკოსების მტკიცებით, სლოვაკეთი რუსეთს უახლოვდება და მთავრობა ევროსკეპტიკურ განცხადებებს ავრცელებს. სლოვაკეთის მთავრობა ბოლო თვეების მანძილზე მწვავედ აკრიტიკებს ევროპის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების საკითხს. ასევე, ფიცოს მთავრობა ემხრობა რუსეთთან კულტურული და პოლიტიკური კავშირების განახლებას.

მსგავსი პოსტები

აშშ ვერ ხედავს ცვლილებას რუსეთის ბირთვული ძალების კონფიგურაციაში

კოვიდსტატისტიკა საფრანგეთში

ინდოეთში სტიქიას ებრძვიან

დატოვე კომენტარი