მსოფლიოში

სლოვაკეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს

ჩეხეთთან სოლიდარობის ნიშნად, სლოვაკეთი ქვეყნიდან სამ რუს დიპლომატს აძევებს. როგორც სატელევიზიო ბრიფინგისას პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს სლოვაკეთის დასატოვებლად ერთკვირიანი ვადა ეძლევათ. პრემიერის თქმით, სლოვაკეთი მოქმედებს ჩეხეთის მიმართ სოლიდარობით.

შეგახსენებთ, მანამდე ჩეხეთმა სამხედრო საწყობში 2014 წელს აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა და ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა უმეტესი ნაწილის გაძევების შესახებ განაცხადა.

სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ რუსეთში. საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვმა აღნიშნულ ნაბიჯს არაკეთილმეგობრული უწოდა და აღნიშნა, რომ მოსკოვს ამ გადაწყვეტილებაზე საპასუხო ზომები ექნება.

Loading…

მსგავსი პოსტები

მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტი გაჭიანურებულ კრიზისზე აფრთხილებს…

«მოსკოვის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა» — ჰაიკო მაასი

ირანის ელჩს უკრაინაში, მანუჩეჰრ მორადის აკრედიტაცია ჩამოერთვა — საგარეო საქმეთა სამინისტრო

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი