«მთავარი არხის» ინფორმაციით წყალტუბოში 18 წლის სკოლის მოსწავლე დაჭრეს, დაჭრილი ამ დრომდე ქუთაისში, საავადმყოფოში რჩება.
ამ დროის ინფორმაციით მას უკვე 2 ოპერაცია ჩაუტარდა.
«აღნიშნული ინციდენტი მოხდა საჯარო სივრცეში, ლორთქიფანიძის სახელობის სკვერში. ბავშვი იყო ძალიან კარგი, მეგობრული, ეს არის კრიმინალური ფაქტი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი, სკოლის ადმინისტრაცია ვგმობთ. დღის განმავლობაში რაიმე დაპირისპირება არ მომხდარა», — განაცხადა სკოლის დირექტორმა, მიხეილ კაკაბაძემ «მთავართან»
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.
Loading…