გუშინ საქართველოს პარლამენტში ჩვარადა კანონპროექტი რომელიც სკოლებში გამოსშვები გამოცდების გაუქმებას გულისხმობდა.
როგორც ირკვევა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ კანონპროექტზე განმეორებითი კენჭისყრა 16 აპრილს ჩატარდება.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ბიტურიენტებს დაპირდა, რომ ქართული ოცნება მათ გამოცდებს გაუუქმებს.
„მე აბსოლუტურად ვიზიარებ საზოგადოების რეაქციას და პირადად მეც გიერთდებით ძალიან კრიტიკულ შეფასებაში იმ ტექნიკური პრობლემის, რომელიც დაფიქსირდა. თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვიდრე თბილისის სასახლეში გააგრძელებდა პარლამენტი მოღვაწეობას, მსგავსი პრობლემები ქუთაისის სასახლეში, ალბათ, საზოგადოებას არ ახსოვს. ახლა ნამდვილად არის ტექნიკური პრობლემა, განსაკუთრებით თუკი არის ხმაური დარბაზში. ჩვენს კოლეგებს, ყველას არ აქვს საშუალება, აკუსტიკური პრობლემა არის დარბაზში და ეს პრობლემა უნდა იყოს აღმოფხვრილი,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
