სხვადასხვა

სკოლებში დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სკოლებში დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება, რომელიც 17 მაისამდე გაგრძელდება.

ამ  ეტაპზე სკოლაში ის ბავშვები დარეგისტრირდებიან, რომელთა და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში ამ რომელთა მშობლებიც სკოლის თანამშრომლები არიან.

რეგისტრაცია შეეხება იმ შემთხვევასაც, როდესაც ერთი ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რეგისტრაციის მეორე ეტაპის გასავლელად საჭიროა მშობლებმა ან ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა საჯარო სკოლას, ბავშვის დოკუმენტაციით მიმართონ.

პირველკლასელთა რეგისტრაცია ოთხ ეტაპად ხორციელდება.

I. რეგისტრაციის ეტაპი: რეგისტრაციის უფლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს მიეცათ. მათი რეგისტრაცია 25 მარტიდან 5 აპრილის ჩათვლით განხორციელდება.

II.რეგისტრაციის მეორე ეტაპი 2 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით გაიმართება.

III. სკოლებში საყოველთაო რეგისტრაცია 21 მაისიდან დაიწყება და 12 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

IV. გამოთავისუფლებულ ადგილებზე რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 25 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით სკოლაში განხორციელდება.

დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება აუცილებელი და რეგისტრაცია მოხდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

პროტესტის ნიშნად გავრილოვს პარლამენტში სკამი არ დაუთმეს (Live)

Joni Kvaracxelia

25 -31 დეკემბერს კერძო სატრანსპორტო საშუალებებს ე.წ. ბასლეინებში მოძრაობის შესაძლებლობა ექნება

ორბელიანების მოედანზე საახალწლო სოფელი გაიხსნა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი