სკანდალი! ITV-მ მოიპოვა კრემლის საიდუმლო მიმოწერა საქართველოს შესახებ სადაც ივანიშვილი და პატრიარქი ფიგურირებს

0
1546

კრემლის საიდუმლო მიმოწერა, სადაც ივანიშვილი და ილია II, როგორც “მომაკვდავი მოხუცი” ფიგურირებენ გასაჯაროვდა. წერილში, რომელიც ჰაკერების მიერ იქნა მოპოვებული, საქართველოსთან მიმართ რუსეთის სამომავლო გეგმებზეა საუბარი.

“მიმოწერაში, რომელიც ხელში ჩაუვარდა ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-ს, აშკარად ჩანს ის, თუ როგორ აპირებდა მოსკოვი ივანიშვილისა და საპატრიარქოს გამოყენებით სააკაშვილის ხელისუფლების დამხობასა და ახალი, პრორუსული პატრიარქის დასმას.

მიმოწერის მიხედვით, ვინმე კირილ ფროლოვი რუს სასულიერო პირს, ნიკოლაი ბალაშოვს უგზავნის ბირსკისაგან მიღებულ წერილს. მასში არის ერთგვარი ისნტრუქცია იმაზე, თუ როგორ უნდა დაამხონ ხელისუფლება საქართველოში, საპატრიარქოსა და რუსი სასულიერო პირების მონაწილეობით. ნახსენებია რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკოც, რომელიც ამავე წერილის მიხედვით, „ივანიშვილზე მუშაობს“.

აღნიშნული მიმოწერა, ჰაკერებმა, კრემლში დაცულ წერილებს შორის აღმოაჩინეს.” (ITV.ge)

გთავაზობთ საიდუმლო წერილის სრულ თარგმანს:

„გუშინ პაკროვკას ქუჩას მივუყვებოდი, გადასახვევთან მაქსიმ შევჩენკო დავინახე, ჩემკენ წამოვიდა და მეტრომდე მიყვანა შემომთავაზა.

ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული ამ ამბავში არ არის, მითუმეტეს, რომ ის სწორედ ამ ქუჩაზე ცხოვრობს. დავთანხმდი. გზაში სხვადასხვა ამბავზე ვისაუბრეთ და მოაყოლა, რომ ივანიშვილზე  მუშაობს.

მან იცოდა, რა სიტუაცია არის ახალ ათონზე და შემომთავაზა დამეწერა „კავკასიურ პოლიტიკაზე“.

მე ვაპირებ, რომ გავახმოვანო შემდეგი იდეა… ქართული ეკლესია მოსკოვში დიდი ნდობით სარგებლობს, უფრო კონკრეტულად კი, ახალი ათონის მონასტერმა უნდა მოიპოვოს რუსი პატრიარქის ნდობა.

აფხაზეთში მომსვლელებისთვის ეს უნდა გახდეს სანახაობის მთავარი ნაწილი. ამის მეშვეობოთ რუსული საპატრიარქოს მფლობელობაში შევა ახალი ათონი ისე, რომ ამ ტერიტორიაზე ქართული საპატრიარქოს წარმომადგენლებს შემოსვლაც კი აეკრძალებათ.

ხომ მშვენიერია?!

ამ ყველაფერს  უნდა უხელმძღვანელოს ო.ტრიფონიმ (პოლიტნიკოვმა) ერთ-ერთი რეგიონის ეპისკოპისის სტატუსით, რომელიც ამ ეტაპზე ვაკანტურია.

აჯობებს რომ მე დავწერო ამაზე იმიტომ რომ არ არის გამორიცხული შევჩენკომ „შეშა გადატეხოს“. ის ხომ მე ისეთ მითითებებს მაძლევს, რომელიც ანტიაფხაზურ და ანტიქართულ პროვოკაციებს გულისხმობს.

ჩემი პოზიცია შემდეგში მდგომარეობს: სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ჩაბარება არ შეიძლება, მაგრამ ანქვაბი უნდა გამოიცვალოს, ეს ანტირუსული პოლიტიკაა.

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უკვე აღიარებულია და უკან დასახევი გზა არ არის, მაგრამ აუცილებელია პირდაპირი დარტყა მივაყენოთ საქართველოს საპატრიარქოს და ის გავხადოთ პრორუსული, სწორედ ასე უნდა დავამხოთ სააკაშვილი და დავიბრუნოთ საქართველო.

რაც მთავარია, ეს სავსებით შესაძლებელია! რუსეთის დავალება – მოამზადოს პრორუსული განწყობის მქონე პატრიარქი, რომელიც შეცვლის მომაკვდავ ილიას.

ასევე, მოიძიოს მართლმადიდებელი, თუმცა ანტიდასავლური და ანტიევროპული განწყობის მქონე ძალები საქართველოში.

ივანიშვილთან ურთიერთობა უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ შევჩენკოს, არამედ ყველას, ვინც სწორად აზროვნებს და მართლმადიდებლური მრწამსი აქვს“. – ნათქვამია საიდუმლო წერილში.

წყარო

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ