სკანდალი

სკანდალი! უდიპლომო ჯანდაცვის მინისტრი?

კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია ექიმების მიმართ ხელფასების გადაუხდელობაზე ჯანდაცვის მინისტრს  ეკატერინე ტიკარაძეს პასუხისმგებლობას აკისრებს და მის დიპლომს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

«ყველა ის კლინიკა, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ ღია წერილს და გავუგზავნეთ პრემიერ-მინისტრს, მას შემდეგ „შავ სიაში“ აღმოვჩნით. ახალი წელი მოდის, თანამშრომლები ემზადებიან საახალწლოდ და ერთი თეთრიც არ აქვთ. სამინისტრო ივნისის ნახევარს და ივლისის ხელფასს არ გვირიცხავს. ეს ახალი მინისტრი დასანგრევად მოვიდა ქართული მედიცინის. რა ინსტიტუტი დაამთავრა ამ ქალბატონმა? ვიცი, რომ რაღაც მესამე ხარისხოვანი ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, როგორც მოდის ხმები და ონლაინ აქვს განათლება მიღებული ავსტრიაში თუ სადღაც. ზემოდან გვიყურებს ძალიან დამამცირებლად, 44 წლის სტაჟი მაქვს კარდეიოლოგიაში და ჩემი ცხოვრება ამ კლინიკაში გავატარე. დღე და აღამე აქ ვარ და რა უფლება აქვს, მე ან ჩემ კოლეგებს ზემოდან გვიყუროს, შეხვედრები, დალაპარაკება არ უნდა. ამ ქალს ძალიან დიდი უფლებები აქვს და ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, დროზე შეაჩეროს და ექიმებს მოაშოროს ეს ქალბატონი.»

Loading…

მსგავსი პოსტები

ვის მოუხადა ნინი ბადურაშვილმა ბოდიში?

დავით გარეჯის საქმეზე ზურაბ ნოღაიდელი დაკითხეს

შესაძლოა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალი გადაკვალიფიცირდეს

დატოვე კომენტარი