სკანდალისოცქსელი

სკანდალი! — რა კავშირი აქვს აფხაზეთის მთავრობის თავ-რეს, რუსლან აბაშიძეს აფხაზ სეპარატისტებთან?

გახსოვთ ალბათ, ამ რამდენიმე ხნით საქართველოს პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი სამეგრელოში რომ ჩავიდნენ და რუხის საავადმყოფოს ამზადებდნენ კორონავირუსით დაავადებულებისთვის, მათ შორის აფხაზეთიდან. იმასაც შეამჩნევდით, რომ თანმხლებ პირებში უცნაურად თვალს აკლდა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და მისი მთავრობის წარმომადგენლები. საქმე მათ უქნარობაში როდია. ეს ყველასთვის ცნობილი და ასატანი თვისებაა. სხვა უფრო სერიოზული მიზეზი არსებობდა, რომელიც საგულდაგულოდ გასაიდუმლოებულია და რამდენიმე წყარომ გვაცნობა.

ორიოდე კვირით ადრე მამა-შვილმა აბაშიძეებმა და კიდევ, როგორც თქვეს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას ძმა ალუმ, რომელიც არის აფხაზეთის მთავრობის მიერ მისთვის სპეციალუდ შექმნილი ეგზოტიკური სსიპ ,,ბიზნეს-ინკუბატორის“ ხელმძღვანელი, გაგრიდან თბილისში სამკურნალოდ ჩამოიყვანეს ცნობილი სეპარატისტი ა.კ.

ამ უკანასკნელს ყველა გაგრელი იცნობს. ჯერ კიდევ ომამდე იყო პირწავარდნილი ანტიქართველი, მოკრიმინალო-მოსაქმოსმონო ელემენტი, რუსლან აბაშიძის მამასთან- სერგოსთან დაახლოებული პირი. ხოლო ომის დროს ის მონაწილეობდა ჩრდილოკავკასიელების გაგრაში ჩამოყვანა-აღჭურვაში, იარაღიც ეკავა ხელში და გაგრაში ქართველების გენოციდის მონაწილეა.

Loading…

ჰოდა, მამა-შვილმა ე.წ. ,,შერიგების პოლიტიკაში“ თავისი დიადი წვლილის შეტანისა და ალბათ პირადი გამორჩენის მიზნითაც ეს პირი დიდი ზარზემით და სუფრებით საკუთარ ოჯახში მიიღეს ოჯახითურთ, ხოლო შემდეგ ასეთივე ტაშფანდურით საოპერაციოდ წარუძღვნენ ,,ნიუ ჰოსპიტალში“. ავადმყოფს თავში სიმსივნე ჰქონდა და ტრეპანაციის გაკეთება გადაუწყვეტიათ. არ ვიცი, როგორ წარმოუდგინეს ეს ამბავი საქართველოს მთავრობას, მაგრამ პირველი პირები წინასწარ ინფორმირებული იყვნენ. თუმცა, იმასაც ამბობენ, ქ-ნი ტიკარიძე ოპერაციის წინააღმდეგი იყო.

ერთი სიტყვით, ა.კ. ოპერაციისას შემოაკვდათ. როგორც ამბობენ, ეს კუდაბზიკობა რომ არა, ის რაღაც დროს კიდევ იცოცხლებდა. მიცვალებული აფხაზეთში სწრაფად გადაასვენეს და იქ ყველამ ყველაფერი კარგად იცის. ასე ჩავარდა აბაშიძეების ავანტიურა, რის გამოც ზემდგომების რისხვა დაიმსახურეს და ჩვენი ბ-ნი რუსლანი ზუგდიდში სათოფეზე არავინ გაიკარა. გასაგებია, აფხაზეთის მოსახლეობის სამკურნალოდ მოწვევა მის ფონზე მეტად კომიკური და სამარცხვინო იქნებოდა.

ახლა, როგორც ჩანს ჩათვალეს, რომ ჭექა-ქუხილმა გადაიარა და ორიოდე დღეა ბ-ნი რუსლანი მინისტრებ-ფოტოგრაფიანად ყუთებითა და პარკებით თავგამოდებით დარბის დევნილთა დასახლებებში, ვითომ საქმეს აკეთებს. არავინ იცის, როგორ ჩაივლის მათთვის ეს სკანდალური ისტორია, მაგრამ ცდილობენ მაინც თავისას.

მალხაზ პატარაია, აფხაზთა კრება

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

«ვინმე იდიოტს მოუყევი ეგ @ლეობა…»-ნიკა გვარამია თომა ჩაგელიშვილს

«1921-ის რუსული ტრავმა გახსნილია დ სისხლი სდის»

Joni Kvaracxelia

სკანდალი! ITV-მ მოიპოვა კრემლის საიდუმლო მიმოწერა საქართველოს შესახებ სადაც ივანიშვილი და პატრიარქი ფიგურირებს

დატოვე კომენტარი