სოციალური ქსელის მომხმარებელი ანი გვარამაძე „გალერია თბილისის“ ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ „New Yorker“ — ის გასახდელებს კამერებით აკონტროლებენ.
„New Yorker ასე აკვირდებით გასახდელში გოგოებს?“ — წერს გვარამაძე
„კამერით ვაკონტროლებთ მომხმარებელს რამდენი ნივთი შეაქვს გასახდელში, თვითონ შიგნით კამერა არ იყურება“ — ასე განმარტეს აღნიშნული ფაქტი მაღაზია „New Yorker“ — ის პრესსამსახურში. მათი თქმით მსგავსი პრეტენზია, რომ თითქოს გასახდელებში კამერები იყურება ერთ-ერთმა მომხმარებელმა ადრეც გამოხატა, რის შემდეგაც მაღაზია ინსპექციამ შეამოწმა და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირდა.
„ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ჩვენ მაგის არანაირი უფლება არ გაქვს, ეს ყველამ იცის, ინსპექციიდანაც იყვნენ ერთი თვის უკან მოსულები, რადგან ანალოგიური პრეტენზია გამოხატა ერთ-ერთმა მომხმარებელმა. ეგონათ, რომ კამერა ეყენა. კამერა ისე აყენია გასახდელიდან ჩანს, თუმცა სინამდვილეში ნამდვილად არ იყურება გასახდელში. იყვნენ მოსულები და შეამოწმეს ყველაფერი. თუ მომხმარებელს ამის არ სჯერა შეუძლია ჩვენთან მოვიდეს და ვაჩვენებთ. კამერა იქ იმიტომ არის, რომ ვაკონტროლებთ მომხმარებელს გასახდელში რამდენი ნივთი შეაქვს, რადგან ხშირია ქურდობის შემთხვევები“ — აცხადებენ „New Yorker“ — ის მაღაზიაში.
პრაიმტაიმი
ფაქტები.ჯი