საოპერო მომღერალი და პოლიტიკური მოძრაობის «სახელმწიფო ხალხისთვის» ყოფილი თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძე გადაცემა «არჩევანში» სკანდალურ განცხადებას ავრცელებს, მისი თქმით ბიძინა ივანიშვილმა მას პრეზიდენტობა ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შეთავაზა, აგრეთვე მისი განცხადებით თქმით, ივანიშვილმა კახა კალაძეს 8 მილიონი გადაუხადა:
„პირველი ზარი, რამაც დარეკა ჩემში, შემაშფოთებელი, უცებ არც აცია და არც აცხელა, უი, ფინანსებზე თუ არის საქმე, ეგ პრობლემა არ არისო, აგერ, კახი კალაძეს მე 8 მილიონი მივეცი ბანკისთვისო და აი, კახი კარგად არის. აქ დაკრა ერთმა ზარმა… კახი იყო იმ დროისთვის მისი პირველი მარჯვენა ხელი, კახის ეყრდნობოდა, კახის ავტორიტეტი, კახის წარსული, კახის პიროვნება და უცებ თვითონ აიღო და ასეთი რამ მითხრა, მე როგორ შევეკითხებოდი, თქვენ ფული ხომ არ გაქვთ გადახდილი კახისთვის?“- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.