სკანდალი

სკანდალი თავდაცვის სამინისტროში-«შვილი ქვეყნის დასაცავად გავუშვი, ის კი სასტიკად ნაცემი დამიბრუნდა»

«კურიერის»ინფორმაციით თავდაცვის სამინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა.

როგორც წვევამდელი აცხადებს, მას  მეთაურების თანდასწრებით სამხედროები  ფულს სძალავდნენ, უარის შემდეგ კი სასტიკად სცემეს.

როგორც გაირკვა ცემის შემდეგ ორი დღის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეს არც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

„პარასკევს, ღამის 2 საათზე დაგვიძახეს და ფული მოგვთხოვეს, ეს ყველაფერი სერჟანტ უნდილაძის თვალწინ ხდებოდა. ფულის მიცემაზე უარი ვთქვი და სასტიკად გამისწორდნენ, მცემეს. მეორე დღეს ექიმთან მივედი და არც კი უკითხავს თვალი რატომ მქონდა ჩალურჯებული,“-განცხადა წვევამდელმა ქაზიმ გახრამანოვმა.

სამხედრო მოსამსახურეს მამა აცხადებს, რომ მან შვილი ქვეყნის დასაცავად გაუშვი და სასტიკად ნაცემი დაუბრუნდა:

„მე ჩემი შვილი ქვეყნის დასაცავად გავუშვი, ის კი სასტიკად ნაცემი და თვალდალურჯებული დამიბრუნდა. შვილმა დღეს დამირეკა. მივედი და საზარელი სურათი დამხვდა. ბავშვი ნაცემი იყო. ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს. ეს რა არის, კრიმნალური სამყარო თუ ჯარი?,“-აცხადებს წვევამდელის მამა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

პოზნერის მასპინძლის რესტორანს სახელმწიფო ორგანოებმა ნახევარი მილიონის შეკვეთები მისცეს

roma sajaia

უმძიმესი ფაქტი! 15 წლის მოზარდი სავარაუდოდ პოლიციელების ზეწოლის გამო 9-ე სართულიდან გადმოხტა (ვიდეო)

ექსკლუზივი: «ლაშა ნაცვლიშვილს სულ კაპიკ კაპიკ დაუთვალეს ოცნებიდან წაღებული ფული»

roma sajaia

დატოვე კომენტარი