«შაბათის კურიერის» ინფორმაციით დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ნახევარმილიონიან ქონებას, სავარაუდოდ, მძღოლის სახელზე მალავს.
ნახევარ მილიონიანი ქონება მძღოლის სახელზეა გაფორმებული, რომელმაც ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე ტერიტორია ნახევარმილიონ ლარად იყიდა.
როგორც ირკვევა აღნიშნული მიწის ტერიტორია სახელმწიფომ გოცაძეს 30 წლიანი იჯარით გადასცა — ერთი კვადრატული წელიწადში 7 ლარად და 14 თეთრად.
დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი აუდიტის სამსახურში მაღალ თანამდებობაზე, როცა იმყოფებოდა ზუსტად იმ პერიოდში გადასცა სახელმწიფომ გიორგი გოცაძეს იჯარით მიწა.
«კურიერის» წყაროს ინფორმაციით, გოცაძეზე მიწის ნაკვეთი ფორმალურად გაფორმდა, ხოლო მისი რეალური მეპატრონე ”ქართული ოცნების” დეპუტატი ვანო ზარდიაშვილია.
Loading…