სირცხვილის კორიდორები ძალაში რჩება

0
68

სირცხვილის კორიდორები ძალაში რჩება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

კირთაძის თქმით, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებზე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები მივლენ და არჩევნებს გააპროტესტებენ.

კირთაძემ ასევე განმარტა, რომ სირცხვილის კორიდორს არა მოქალაქეებს, არამედ პოლიციას და სუსს მოუწყობენ.

„რა თქმა უნდა, იქნება სირცხვილის კორიდორები, ყველა უბანზე იქნებიან მხარდამჭერები და გააპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს. მოქალაქეებს აუხსნიან, რა მოხდა, თუმცა კორიდორებს მოუწყობთ არა მოქალაქეებს, არამედ მთავარ გამყალბებლებს, რიჟვაძეს, პილიციის, სუსის, საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ