“სირთულეები იწყება ვირუსის გამოვლენიდან დაახლოებით მეექვსე კვირასო. ჩვენ მესამე კვირა დავამთავრეთ”-რომან გოცირიძე

0
76

“ეს ვირუსი ადრე თუ გვიან დამარცხდება. დიდი პროგნოზირება არ უნდა იმის თქმას, რომ ძალიან მძიმე კვალს დატოვებს მთელ მსოფლიოში. ბევრ რამეს დაგვანახებს ახლებურად, ბევრი რამის გადაფასება მოხდება.

ყველა ქვეყანაში მოვლენები თითქმის ერთი და იგივე სცენარით ვითარდება. ზოგში ძალიან მძიმედ, ზოგში უფრო მსუბუქად, მაგრამ საერთო ჯამში ცუდად. ზუსტად ერთი თვის წინათ მხოლოდ მეორე ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში. რა ხდება ერთი თვის თავზე, ყველა კარგად ხედავს.

ჩვენი ჯანდაცვის მესვეურები გვეუბნებიან, რომ მასობრივი გავრცელება და მოსალოდნელი სირთულეები იწყება ვირუსის გამოვლენიდან დაახლოებით მეექვსე კვირასო. ჩვენ მესამე კვირა დავამთავრეთ. კიდევ გვქონდა ( გვაქვს) დრო იმისათვის, რომ მოვლენები უარესი სცენარით არ წარიმართოს. ამისთვის საჭიროა გონიერი და კომპეტენტური ხელისუფლების ყოლა და ასევე გონიერი, პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტიების არსებობა, რომლებიც დემოკრტიის კანონიდან გამომდინარე, არის მომავალი ხელისუფლება.

როგორ მოახდინეს რაგირება ხელისუფლებამ და პარტიების უმრავლესობამ ეკლესიის უპასუხისმგებლო ქმედებაზე? სტანდარტულად, მომავალი არჩევნების პრიზმიდან.

რა დროის სკამებზე ფიქრია, როცა მძიმე განსაცდელი გვიახლოვდება.

ეს ვირუსი სიბნელეზე ტესტიცაა. ჩამორჩენილი ხელისუფლება გვყავს. ერთია, როცა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ყველაფერზე მიდიხარ, რისკის ქვეშ აყენებ შენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და მეორეა, როცა შინაგანად იზიარებ იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ეკლესიის ყველაზე კონსერვატიული ნაწილი ქადაგებს.

სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის, იმოქმედოს ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, თორემ მწარედ გაუხსენებს ხალხი ამ გამოუსწორებელ შეცდომას.”-წერს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ