განცხადებებიმსოფლიოში

სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიმართვა

ვიცი, რომ ბევრი გამიგებს, ბევრი გამაკრიტიკებს, ზოგიერთი კი შემიძულებს, მაგრამ არავის ვუსურვებდი ასეთი არჩევანის წინაშე ყოფნას, — ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის დატოვებას გამოეხმაურა.

„მეგონა, რომ ამ კამპანიის დროს იმდენად ძლიერი გავხდი, რომ ყველაფერს გავუძლებდი, მაგრამ, ალბათ, ისევ ის სუსტი ქალი ვარ. მივიღე ძალიან რთული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მე დამოუკიდებლად მივიღე, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ჩემზე გავლენა არ მოუხდენიათ. ვიცი, რომ ბევრი გამიგებს, ბევრი გამაკრიტიკებს, ზოგიერთი კი შემიძულებს, მაგრამ არავის ვუსურვებდი ასეთი არჩევანის წინაშე ყოფნას. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, არც ერთი სიცოცხლე არ ღირს იმის ფასად, არც ახლა ხდება. ბავშვები ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რამაა“, — განაცხადა ტიხანოვსკაიამ ვიდეომიმართვაში, რომელსაც „მე ბავშვებთან გავემგზავრე“ ჰქვია.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ევროსაბჭოს პრეზიდენტი ბელარუსში არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

«საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა…»-ლატვიის პრეზიდენტის მძიმე გზავნილი «ქართულ ოცნებას»

roma sajaia

თუ ისლანდიაში გაემგაზვრებით კორონავირუსზე ტესტი უფასოდ ჩაგიტარდებათ

დატოვე კომენტარი