covid-19

სვანეთის რეგიონში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება

COVID 19-ით დაინფიცირებული 53 წლის მამაკაცის გამო სვანეთის რეგიონში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება – ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სხდომა გაიმართა, რომელსაც მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა.

მისი ინფორმაციით, ცაგერსა და ლენტეხში მოეწყობა გამშვები პუნქტები, სადაც მოსახლეობას თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულის პირველადი კონტაქტები უკვე დადგენილია. როგორც გუბერნატორმა “კურიერთან” საუბრისას აღნიშნა, ინფიცირებულს ცაგერში 18 პირთან ჰქონდა შემხებლობა, ხოლო ლენტეხში კონტაქტების რაოდენობა 50-ს აღწევს.

“ზომები, თავისთავად ცხადია, გამკაცრდება, მაგრამ გადაადგილება არ შეიზღუდება. გამშვები პუნქტები მოეწყობა რეგიონში, სადაც თერმოსკრინინგი ჩატარდება. ასევე, იმ რისკის შემცველ სოფელში, სადაც აღნიშნულმა პიროვნებამ იმოძრავა, უკვე დაწყებულია ექიმების შემოვლა. პირველადი კონტაქტები თითქმის დადგენილია და გრძელდება ამ კუთხით მუშაობა,”- განაცხადა გუბერნატორმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსით 1 188 ადამიანი გარდაიცვალა

ეპიდსიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში

“სასაფლაოებზე ქეიფებისა და ღრეობების მოწყობა მგონი, თავად მიცვალებულსაც აწუხებს”-კულუმბეგოვი

roma sajaia

დატოვე კომენტარი