სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულმა მამაომ ქვეყანა დატოვა

0
694

მღვდელი, რომელსაც მრევლი სექსუალურ ძალადობაში ამხელს ტვ პირველის ინფორმაციით, ქვეყნიდან წავიდა. მამა იონა იგივე მამუკა მაისურაძე უკვე რამდენიმე დღეა მონასტერში აღარ გამოჩენილა.

ელიას მთაზე, სადაც ის გადაცემის ეთერში გასვლამდე იმყოფებოდა, ამბობენ რომ სასულიერო პირი აღარ გამოჩენილა.

სკანდალური ინტერვიუ შაბათის ეთერს მრევლის წევრმა მისცა. სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი გოგონა ამტკიცებს, რომ მამა იონამ მასზე მრავალჯერ სექსუალურად იძალადა.

ძალადობაში დადანაშაულები მღვდელი სამების საძმოს წევრი და წმინდა საბას ტაძრის წინამძღვარია. სასულიერო პირს ბუნდოვანი წარსული აქვს. რუსულმა სპეცსამსახურებმა ის 2007 წელს სოჩში რუსული პასპორტით დააკავეს და ჯაშუშობაში ამხილეს. ქვეყნიდან გაძევების შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და მღვდლის ანაფორა ჩაიცვა.

წყარო:ტვ პირველი

Loading…

 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ