სხვადასხვა

სექსუალური შევიწროება დასჯადი გახდა

დღეს საქართველოს პარლამენტმა სექსუალური შევიწროვების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ადგილებში სექსუალური ხასიათის ქცევა 300 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით შემთხვევაში კი 500 ლარი იქნება ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვდემდე ვადით.

რეგულაციის მიხედვით სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვნის თანდასწრებით, გამოიწვევს დაჯარიმებას – 500-დან 800 ლარამდე.

კანონპროექტში დაზუსტებულია, რომ სექსუალური ხასიათის ქცევაში იგულისხმება სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, ასევე გენიტალური ორგანოების ჩვენება, ნებისმიერი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან სექსუალური ხასიათის სხვა ფიზიკური ქცევა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ჭიათურაში «ქართული ოცნების» ორ ფრთას შორის დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში და ბოთლების სროლაში გადაიზარდა

Joni Kvaracxelia

» საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობა გასცემს პასუხს ჩვენ ან გვაქვს თავმოყვარეობა ან არ გვაქვს»-ანა ჭარხალაშვილი (ვიდეო)

ლევან  ხაბეიშვილი და დოხტურიშვილი თბილისის საკრებულოში ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი