განცხადება/მიმართვა

“…სესხები, ხალხს გაუაზრებლად ჰქონდა აღებული”-გიორგი ქობულია ახალ საბანკო რეგულაციებზე

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ  საბანკო რეგულაციები გათვლილია უფრო გრძელვადიან ეფექტზე, მიზანი კი  არაგონივრული სესხებისგან დაბალ შემოსავლიანი მოსახლეობის დაცვაა.

„არსებითად ვექტორების და გენერალური ხაზი არ შეიცვლება. მაგის იმედი ნურავის ნუ ექნება. ლაპარაკი არის ვთქვათ იპოთეკურ სესხებზე, სადაც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული კოეფიციენტები ადამიანის შემოსავალსა და იმ სესხს შორის, რომელიც შეიძლება ადამიანმა აიღოს იპოთეკისთვის. აი ეს კოეფიციენტების დონე შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, უცხოელებზე თუ დღეს ჩვენ ვითხოვთ 40% შემოიტანონ და შემდეგი სესხი შეუძლიათ აიღონ ბანკში ცნობის გარეშე, შეიძლება ეს 40 % გადაიხაროს ცოტა უფრო შემცირებისკენ. მაგრამ ისევ და ისევ მე გაძლევთ თქვენ მაგალითებს და არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, რეკომენდაციაა. ეს არის ჩვენი ეროვნული ბანკის პრეროგატივა. რაც შეეხება საცალოს, არის განსაზღვრული შემცირება, მაგრამ ზუსტად აზრიც ამაში იყო, რომ ამ რეგულაციებს უნდა შეემცირებინა ის სესხები, რომელიც ხალხს გაუაზრებლად ჰქონდა აღებული. ზუსტად რა თქმა უნა ამას რაღაც გავლენა უნდა ჰქონოდა. რომ არ ჰქონოდა ამას გავლენა საცალო ვაჭრობაზე, ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს რეგულაციები უეფექტო იყო. ჩვენ ხომ ვზრუნავთ არა მოკლე ვადიან შედეგებზე, არამედ ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების გრძელვადიან კეთილდღეობაზე და დიაც, ჩვენმა მთავრობამ აიღო ეს პასუხისმგებლობა,“-განაცხადა “კურიერთან” გიორგი ქობულიამ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ნინო ლომჯარიამ ვაჟა ექიმის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

Joni Kvaracxelia

ევროპული საქართველო ქვეყნის მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა შავგულიძის კანდიდატურას წარადგენს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი გამოეხმაურა ვაჟა ექიმის გათავისუფლებას

დატოვე კომენტარი