«ეკონომიური პაკეტი იგვიანებს — კორონავირუსის დასაძლევად. იმედია ის არ იქნება მდიდრების დასახმარლად მხოლოდ, არამედ პირველ რიგში ღარიბებზე იფიქრებენ.
პირველ რიგში ეკონომიური კრიზისი ყველაზე გაჭირვებულებს შეეხებათ.
როცა ტურიზმის ჩავარდნით დაზარალებულებზე საუბრობენ — იმზეც უნდა ვიფიქროთ სასტუმროები უხელფასო შვებულებებში რომ უშვებენ თანამშრომლებს. რით უნდა იცხოვრონ მათ?
უამრავი ადამინი ცხოვრობს airbnbის ხარჯზე. ბევრ მათგანს სესხები აქვთ აღებული და არა მარტო მათ აღრჩობთ სესხები.
საერთოდ სესხების ამოღებაზე, აღსრულებაზე აღარაფერს ვამბობ, ბანკებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა უარი უნდა თქვან კორონას საშიშროების გადაგორებამდე.
მაგრამ, ვერანაირი მთავრობა ვერ დაარეგულირებს ყველაფერს თუ საზოგადოება არ იქნება სოლიდარული.
დღეს როგორც არასდროს გვჭირდება სოლიდარულობა და მეტი თვითშეგნება საზოგადოებაში.
ქვემოთ სურათზე — ერთმეტრიანი დისტანცია სუპერმარკეტის რიგში იტალიაში. ჯობს მსგავსი ღონისძიებები დავიწყოთ დღეს და არა ხვალ, როცა გვიან იქნება, როგორც ეს იტალიაში მოხდა.»-წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე.
«სესხების ამოღებაზე, აღსრულებაზე ბანკებმა და ფინანსურმა ინსტიტუტებმა უარი უნდა თქვან კორონას საშიშროების გადაგორებამდე…»-ლაშა ბაქრაძე
Loading…